17 ნოემბერი 2024,   11:38
ვრცლად
მელიას მიზანია ჩამოშალოს სახელმწიფო ინსტიტუტები და შემდეგ მღვრიე წყალში შეეცადოს თევზის დაჭერას - დიმიტრი ხუნდაძე 

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, ნიკა მელისა მიზანი ახლა არეულობა და პოლიტიკური ვითარების დაძაბვაა.

"მოლაპარაკების ნაწილი არის სუფთა პოლიტიკური ნაწილი და სამართლებრივი ნაწილი მოლაპარაკების ფორმატში, ვერ დადგება. იმიტომ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ისევ მთავარს ვცდებით, სამართლებრივ სახელმწიფოს ფუნდამენტურ პრინციპებს. მაშინ გამოდის, რომ კანონების ამოქმედება არ ამოქმედება შესაძლოა პოლიტიკურ მაგიდაზე გადაწყდეს.

მელიას მიზანი არის დღეს მხოლოდ და მხოლოდ ერთი, რომ ჩამოშალოს სახელმწიფო ინსტიტუტები, აურზაური შემოიტანოს ქვეყანაში და შემდეგ მღვრიე წყალში შეეცადოს თევზის დაჭერას," - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ. 

დღის ამბები