"კურიერის" ექსკლუზიურ ინფორმაციას, რომელიც მსოფლიო პატრიარქისა და საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს შორის მიმოწერას ეხება, მღვდელმონაზონი ანდრია სარია ადასტურებს და აცხადებს, რომ ილია მეორემ ბართოლომეოსისგან ორი წერილი მიიღო, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი კი, პირველ წერილს არ გამოეხმაურა.
"ორი წერილი მოწერა ილია მეორეს მსოფლიო პატრიარქმა. პირველ წერილზე არ გამოეხმაურა მას საქართველოს ეკლესია. უკვე, როდესაც დანიშნული იყო მისი კურთხევის დღე, საპატრიარქომ დაჩქარებული წესით მეორე წერილზე გააგზავნა პასუხი და უთხრა, რომ თავი შეეკავებინათ მისი ხელდასმისგან. შურისძიების მიზნით, საქართველოს საპატრიარქომ რაღაც დებულებიდან ამონაგლეჯი გააცოცხლა, სადა გვეუბნება უზურპირების დონეზე, რომ პატრიარქთან შეთანხმების გარეშე, არც ერთ ეპისკოპოსს უფლება არ აქვს. უკვე ცალსახად ჩადებულია, რომ მეუფე ზენონის სადამსჯელო ღონისძიება იგეგმება,"- აცხადებს მღვდელმონაზონი ანდრია სარია.
ილია (ირაკლი) ჯინჯოლავა ამ თემაზე არ საუბრობს, მხოლოდ იმას ამბობს, რომ ფაქტის შესახებ ინფორმირებულია მსოფლიოს საპატრიარქო და სავარაუდოდ, თავად ისინი მოახდენენ რეაგირებას.
რაც შეეხება სხვა საკითხებს, რომელიც სინოდის სხდომაზე იყო განხილული, აღსანიშნავია, რომ დეკანოზ ილია ჭიღლაძის დასჯა საპატრიარქომ კვლავ გააგრძელა. ამასთან დაკავშირებით, თავად სასულიერო პირი ამბობს, რომ მასზე ცილისწამება, მიზნად მისი პიროვნების დისკრედიტაციას ისახავს.
"თავად არის ცილისმწამებლები, რადგან ბრალს მდებენ იმაში, რაც მე არ გამიკეთებია არასოდეს. პირველ ნაწილს ნაწილობრივ ვეთანხმები, შესაძლოა ზოგჯერ არაკორექტული ყოფილა ჩემი რეაქციები, იმის გამო, რაც საქართველოს საპატრიარქოში ხდება. მეორე ნაწილი ცილისწამებაზე კი სრულიად ყალბი ბრალდებაა, რომელიც მიზნად ისახავს ჩემი პიროვნების დისკრედიტაციას,"- აღნიშნავს დეკანოზი ილია ჭიღლაძე.
განჩინებას ასევე გამოეხმაურა რელიგიურ ექსპერტთა ასოციაცია, რომელის სინოდის სხდომამდე გაჟღერებულმა განცხადებამაც, მაღალი იერარქების მხრიდან კრიტიკა გამოიწვია.
ჩვენმა განცხადებამ, მათი გეგმები წარმოაჩინა და მათი იმიჯიც შეიცვალა. სავარაუდოდ, მათ რუსეთის ეკლესიისგანაც საყვედურით სავსე წერილები მიიღეს, რომელმაც სინოდის განჩინებაში ასახვა ჰპოვა,"- აცხადებს თეოლოგი, რელიგიის ექსპერტთა ასოციაციის თავმჯდომარე ზვიად ცაბაძე.
ზენონ იარაჯულის გარემოცვა ამბობს, რომ ამ ეტაპზე მას საუბარი არ სურს და სურვილის შემთხვევაში ის განცხადებას "ფეისბუკის" გვერდზე გაავრცელებს.