სინოდის 7 გვერდიანი განჩინება და 12 საკითხი, რომელზეც მაღალი იერარქიის სასულიერო პირებმა გადაწყვეტილება მიიღეს.
წმინდა სინოდმა სხდომა ბოლო პერიოდის ყველაზე სკანდალური და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი თემით დაიწყო.
სინოდი წერს, რომ დღევანდელი სადაო მონაკვეთის, მონასტრები, ქართველი ერის ისტორიული, სარწმუნოებრივი და კულტურული იდენტობის ნაწილია. ლეგიტიმურ კარტოგრაფიულ მასალას კი წარმოადგენს 1937-38 წლებში დაბეჭდილი რუკა. საპატრიარქო მოუწოდებს ხელისუფლებას, აზერბაიჯანთან აწარმოოს მოლაპარაკება, რომ აღდგეს 2007 წლამდე ჩიჩხიტურის მონასტრის და 2019 წლამდე უდაბნოს მონასტრის ტერიტორიებთან დაკავშირებული სტატუს-კვო.
განჩინებაში მოხვდა სხვა თემებიც, მათ შორის ვაქცინაციის საკითხი. საპატრიარქოს აქვს კითხვები რომლებზეც განმარტებებს ითხოვს.