19 ნოემბერი 2024,   14:29
ვრცლად
ნაადრევი ქორწინება და ძალადობის მსხვერპლი გოგონები - მანკიერი ტრადიციის სტატისტიკა მძიმეა

ნაადრევი ქორწინება და ძალადობის მსხვერპლი გოგონები - ტრადიციით შეფუთული კულტურული ძალადობა, ასე აფასებენ პრობლემას უფლებადამცველები, რომლებიც ქალთა საკითხებზე მუშაობენ.

სტატისტიკა მძიმეა. მხოლოდ 2020 წელს იძულებითი ქორწინების გამო, ციხეში ათობით მამაკაცი მოხვდა. 

15 წლის არასრულწლოვანი "კურიერთან" მის ცხოვრებაში საბედისწერო მომენტს იხსენებს, როდესაც-უცნობ ქალს მარნეულში ერთ-ერთი დაწესებულების საპირფარეშოში დახმარება სთხოვდა. 2 თვის წინ გატაცებულ გოგონას შემთხვევით შემხვედრი პოლიციელებთან და მშობლებთან დაკავშირებაში დაეხმარა. გზა კი რომელიც არასრულწლოვანმა იქამდე გაიარა მძიმეა. 

ანა 30 წლის მამაკაცზე მშობლებმა 15 წლის ასაკში დანიშნეს, სწავლის დასასრულებლად კი მას ქორწილამდე თავისუფლების 3 წელი მისცეს. ნიშნობიდან მალევე გოგონა მოიტაცეს და იძულებითი ქორწინების მიზნით მასზე ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად საქმრო და მისი მშობლები ერთად ძალადობდნენ. იყო სექსუალური ძალადობის მცდელობებიც, გაქცევა მესამე ჯერზე მოახერხა, მაშინ როდესაც გოგონა მშობლებისა და პოლიციისგან დასამალად გამტაცებლებს, მარნეულის სხვა სოფელში მიჰყავდათ.

მოძალადე გამტაცებელი მალევე დააკავეს, მას ახლა წინასწარი პატიმრობა აქვს მისჯილი.

დღის ამბები