დევნილთა სააგენტოსა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის თანამშრომლობის შედეგად, მეწარმე დევნილებს საქმიანობის გაფართოების მიზნით გრანტები გადაეცათ.
პროექტის მთავარ მიზანს, იძულებით გადაადგილებული პირების სამეწარმეო საქმიანობის მხარდაჭერასთან ერთად, საერთაშორისო დაცვის ქვეშ მყოფი პირების დასაქმებისა და ინტეგრაციის ხელშეწყობა წარმოადგენს.
დევნილები, რომლებსაც 7500 ლარამდე ღირებულების ტექნიკა და დანადგარები გადაეცათ, საკუთარ საწარმოებში საერთაშორისო დაცვის ქვეშ მყოფ პირებს ასაქმებენ.
"მოხარული ვარ, რომ პარტნიორობის ხელშეკრულების ფარგლებში, UNHCR და დევნილთა სააგენტო ერთობლივ პროექტს ვახორციელებთ, რომლის მთავარ მიზანს იძულებით გადაადგილებული პირების სამეწარმეო საქმიანობის მხარდაჭერასთან ერთად, საერთაშორისო დაცვის ქვეშ მყოფი პირების დასაქმებისა და ინტეგრაციის ხელშეწყობა წარმოადგენს
ჩვენ ვიცით, რომ COVID-19-მა ბევრი ადამიანი დააზარალა, როგორც საქართველოში ისე მსოფლიოში, მაგრამ პანდემიამ კიდევ უფრო მოწყვლადი გახადა იძულებით გადაადგილებული პირები და ლტოლვილები. ახლა, ისინი ჩვენს მხარდაჭერას უფრო მეტად საჭიროებენ. იმედს გამოვთქვამ, რომ ეს პროექტი დაეხმარება ორივე მხარეს, როგორც იძულებით გადაადგილებულ პირებს, ისე ლტოლვილებს ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაში,"- აცხადებს გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელი საქართველოში კემლინ ფურლი.