მსოფლიოში COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევები მცირდება - ევროპის ნაწილმა შეზღუდვების შემსუბუქება დაიწყო. გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის რამდენიმე ქალაქში გაიხსნება ღია სივრცეში მდებარე სავარჯიშო დარბაზები.
ბელგიაში გაიხსნა სილამაზის სალონები, ზოოპარკები, მცირე სავაჭრო ცენტრები, მკაცრი შეზღუდვების შემსუბუქება მთავრობამ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ბელგიაში ყოველდღიური ლეტალობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირდა, ახალი ინფიცირების მაჩვენებელი კი დღე ღამის განმავლობაში 2 500-ს არ აჭარბებს.
ოპტიმისტურადაა განწყობილი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი. მისი განცხადებით, COVID-19-ის შემთხვევები მნიშვნელოვნად შემცირდა. ახლა ბრიტანეთის მთავრობა რეგულაციების შემსუბუქებაზე მუშაობის დაწყებას გეგმავს.
მსოფლიოში კოვიდინფიცირების 110 მილიონი შემთხვევაა გამოვლენილი, საიდანაც 2 400 000 ლეტალურად დასრულდა.COVID-19-ის სიკვდილიანობის მაჩვენებელი ამ დროისთვის 3%-ს შეადგენს.