19 ნოემბერი 2024,   14:22
ვრცლად
"რესტორნების, კვების ობიექტების დაახლოებით 50% საერთოდ ვეღარ გაიხსნება" - რესტორნების ბიზნესი შეზღუდვების მოხსნას მძიმე დანაკარგებით ხვდება

ხვალიდან შეზღუდვების შემსუბუქების ახალი ეტაპი იწყება – 15 თებერვლიდან რესტორნების და კაფე ბარების ღია სივრცეები იხსნება.

რესტორნების და კაფე-ბარების ბიზნესი შეზღუდვების მოხსნას მძიმე დანაკარგებით ხვდება, რომელიც ხვალ შევა ძალაში. მათ შესაძლებლობა მიეცემათ, რომ მომხმარებლები ღია სივრცეში მიიღონ, სადაც დაცული უნდა იყოს ყველა ის სტანდარტი, რომელიც უკავშირდება პანდემიის გავრცელების პრევენციას.

ისინი ამბობენ, რომ დარეგისტრირებული 10000 კვების ობიექტიდან გახსნას მხოლოდ 50% შეძლებს. რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ განმარტა, რომ თუ ასე გაგრძელდა, ქვეყანას 500-მდე რესტორანი შერჩება.

"ხვალ იხსნება ღია სივრცეები და რეალურად, ეს ბიზნესისთვის დიდი გამოსავალი ვერ არის, სამწუხაროდ, ამინდიდან გამომდინარე, იქიდან გამომდინარე, რომ შეზღუდული არის სამუშაო საათები და დღეები, მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს შეიძლება აღიქვას როგორც გადადგმულ პირველ ნაბიჯად, რომელსაც შემდეგი ნაბიჯი აუცილებლად მოჰყვება.

ზარალი ძალიან დიდი არის, დაახლოებით 50% რესტორნების, კვების  ობიექტების საერთოდ ვეღარ გაიხსნება. 10000 კვების ობიექტი იყო დარეგისტრირებული და საერთოდ ვეღარ გაიხსნება. თუ ასე გაგრძელდა, დაახლოებით 500 რესტორანი შერჩება ქვეყნის მასშტაბს," - განაცხადა რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ.

დღის ამბები