19 ნოემბერი 2024,   14:40
ვრცლად
ჭყონდიდის ეპარქია ცვლილებებისთვის ემზადება - ჭყონდიდის ახალი მმართველი სკანდალის დასრულებას აანონსებს

სინოდის განჩინებას დღეს სასულიერო პირები მრევლს ამბიონიდან აცნობდნენ, რომელიც 12 სხვადასხვა საკითხზე სინოდმა მიიღო. ცვლილებისთვის ემზადება ჭყონდიდის ეპარქია, სადაც ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში უკვე მესამე ეპისკოპოსი ჩადის. დღეს მრევლს მღვდელმთავრებმა განჩინების ის ნაწილიც განუმარტეს, რომელიც ვაქცინაციას ეხება.

ჭყონდიდის ახალი ეპისკოპოსი ეპარქიაში სკანდალის დასრულებას აანონსებს. ლენტეხისა და ცაგერის მიტროპოლიტი ძველ მრევლს შეხვდა და სინოდის გადაწყვეტილება გააცნო. მიტროპოლიტი სტეფანე იმედოვნებს, რომ მისი ჩასვლით ჭყონდიდში პრობლემების მოგვარება დაიწყება.

მიტროპოლიტი პრობლემების დასრულების მოლოდინშია, ჭყონდიდის უკვე ყოფილი მმართველი კი აღიარებს, რომ თავად ეს ვერ შეძლო, რის გამოც სინოდს თხოვნით მიმართა და წალკაში დაბრუნება თხოვა. ეპისკოპოსი გრიგოლ კაცია ამბობს, რომ ჭყონდიდმა მმართველად ვერ მიიღო და 16 თვე უშედეგოდ გაატარა.

სინოდის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა ჭყონდიდის ყოფილი მმართველი, სწორედ პეტრე ცაავა ჩაანაცვლა გრიგოლ კაციამ 2019 წელს. ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ამბობს, რომ ჩანაცვლება ეპარქიაში უშედეგო იქნება, თუ ეკლესიაში ძირეული ცვლილებები არ განხორციელდება.

ირკვევა, რომ სასულიერო პირების მხრიდან, დავით გარეჯზე მიღებულ გადაწყვეტილებას, წინ სასულიერო პირებთან, ისტორიკოსებთნ და კარტოგრაფებთან კონსულტაცციები უძღვოდა

დღის ამბები