19 ნოემბერი 2024,   14:29
ვრცლად
როდის შეძლებენ კვების ობიექტები სტუმრების შიდა სივრცეში მიღებას - ნათია თურნავას თქმით, საკითხზე მსჯელობა დაწყებულია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა იმედოვნებს, რომ რეგულაციების შემსუბუქება ეპიდვითარებას არ გააუარესებს და შემდგომ ეტაპზე ბიზნესის სრულყოფილ გახსნაზე იქნება ფიქრი შესაძლებელი. 

მინისტრის თქმით, სარესტორნე ღია სივრცეების გახსნა მნიშვნელოვანია რეგულაციების შემსუბუქების შემდეგი ეტაპისთვის. 

"საუბარი არის განახლებულ პროტოკოლებზე და განახლებულ წესებზე, რაზეც შევჯერდებით სარესტორნე ინდუსტრიასთან, რაც შეამზადებს რესტორნებს და კაფეებს იმისთვის, რომ უკვე შემდგომ ეტაპზე და იმედია შევძლებთ ამას უახლოეს მომავალში, რომ გავხსნათ და ვიფიქროთ შიდა სივრცეების გახსნაზე. ამას დასჭირდება თავისი მოსამზადებელი პერიოდი.

წინა კვირაში ასეთი სამუშაო შეხვედრა გაიმართა ჩემი მოადგილის დონეზე. ამ კვირაში მე პირადად ვაპირებ, რომ ვუმასპინძლო რესტორნების გაერთიანებებს და შრომის ინსპექციაც აქტიურად ჩაერთვება ამ შეხვედრებში და ასევე, ბიზნესომბუდსმენი და ვიმსჯელებთ უკვე, რამდენად ვართ მზად, შიდა სივრცეებზე რომ ვისაუბროთ და საბჭოს წარვუდგინოთ ერთობლივი წინადადებები. გარდა ამისა, უკვე გვექნება საშუალება, ვისაუბროთ უკვე ამ ღია სივრცეების გახსნის პირველ ეტაპზე, რა დაგვანახა, რა პრობლემებია გადასაწყვეტი და ა.შ. 

მიუხედავად იმისა, რომ ეს არის შეზღუდული ფორმატი, ეს აძლევს გარკვეულ შესაძლებლობებს რესტორნებს, რომ გარდა გატანის სერვისისა, უშუალოდ მოემსახურონ თავის სივრცეში მომხმარებელს. ასევე, შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიამ შესთავაზა იმ რესტორნებს, ვისაც არ გააჩნია საკუთარი ვერანდები და ღია სივრცე, ტროტუარები დროებით სარგებლობაში, იმისთვის, რომ მათ შეძლონ, გარკვეული მასშტაბით მაინც დაიწყონ ფუნქციონირება, რაც, მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანია,“ - განაცხადა ნათია თურნავამ

დღის ამბები