19 ნოემბერი 2024,   14:39
ვრცლად
ვერ გავხსენით საბავშვო ბაღები და ფიტნეს ინდუსტრია,პირველ რიგში ვიმსჯელებთ ამ სფეროებზე - ნათია თურნავა

ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ამბობს, რომ დადებითობის მაჩვენებელი არის მთავარი ინდიკატორი იმისა, თუ როგორ ვითარდება ეპიდვითარება. როგორც მინისტრმა განაცხადა, მთავარი ამოცანაა, ქვეყანაში სტაბილური ვითარება შენარჩუნდეს.  

გარდა ამისა, ნათია თურნავა ამბობს, რომ დაახლოებით 10 დღე დასჭირდება იმ შედეგების გამოკვეთას, რაც შეიძლება დიდი მობილობის სფეროების გახსნას მოჰყვეს.  

"ჩვენ დაგვჭირდება ალბათ ერთი კვირა, ან 10 დღე, დაახლოებით, რომ დავინახოთ, რა შედეგი მოგვცა ამ თვალსაზრისით ისეთი დიდი სფეროების და დიდი მობილობის მაგენერირებელი სფეროების გახსნამ, როგორიც არის საქალაქო ტრანსპორტი, სკოლები. გარდა ამისა, ვაჭრობა არის გახსნილი, მათ შორის, ღია და დახურული ტიპის ბაზრობები,  და ბაზრობებთან მიმართებაში გარკვეული შენიშვნები არსებობს, არ არის ყველაფერი ისე მარტივად და შრომის ინსპექცია მაქსიმალურად აკონტროლებს და აჯარიმებს და აქედან გამომდინარე, გამოჩნდება უკვე შემდეგი ნაბიჯის თარიღები,“ - განაცხადა ნათია თურნავამ

აქვე, მინისტრმა ბიზნესის სფეროს წარმომადგენელებს და მოქალაქეებს მიმართ და განაცხადა, რომ თითოეულ მათგანზეა დამოკიდებული, როგორი იქნება ქვეყანაში ეპიდვითარება და შესაბამისად, ეკონომიკის გახსნის თარიღები.

"ვერ გავხსენით, ჯერჯერობით, საბავშვო ბაღები, ასევე ფიტნეს ინდუსტრია და სპორტული ობიექტები, თუმცა ორივე სფერო ჩავსვით "აწარმოე საქართველოში", სესხის სუბსიდირების თვალსაზრისით, მაგრამ რა თქმა უნდა არ არის ეს საკმარისი და პირველ რიგში ვიმსჯელებთ ამ სფეროებზე," - განაცხადა ნათია თურნავამ.

დღის ამბები