19 ნოემბერი 2024,   14:34
ვრცლად
გადაადგილების შემსუბუქებაზე ან გაუქმებაზე მსჯელობა, ჯერჯერობით, არ არის - ნათია თურნავა

ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ამბობს, რომ გადაადგილების შეზღუდვის მოხსნასთან, ან შემსუბუქებასთან დაკავშირებით მსჯელობას წინ ძალიან დიდი ანალიზი უნდა უძღოდეს. მისი თქმით, ამასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, მსჯელობა არ მიმდინარეობს.

მინისტრმა აღნიშნა, რომ სწორედ გადაადგილებასთან დაკავშირებით დაწესებულმა შეზღუდვამ, როგორც სხვა ქვეყნებში, ისე საქართველოში, ვირუსის შეკავების მხრივ, პოზიტიური შედეგი გამოიღო.

"ერთ-ერთი ყველაზე წონადი ღონისძიება, რაც ჩვენ საბჭოს გადაწყვეტილებით განვახორციელეთ ნოემბერში, როდესაც დავაწესეთ ეს წერტილოვანი შეზღუდვები, იყო ღამის საათების შეზღუდვა. არ დავარქმევდი ამას კომენდანტის საათს, ის გაცილებით უფრო მკაცრი რამ არის. სწორედ ამ გადაწყვეტილების, ამ ზომის გამო, ჩვენ დღეს შეგვიძლია, ვილაპარაკოთ შემსუბუქებაზე და ცალსახად ვთქვათ, რომ ეს იყო ისეთი ამკრძალავი ზომა, რომელმაც სხვა ქვეყნებშიც და მათ შორის, საქართველოშიც მოგვცა პოზიტიური ეფექტი. რა თქმა უნდა, მის შემსუბუქებაზე ან გაუქმებაზე მსჯელობას წინ ძალიან დიდი ანალიზი უნდა უძღოდეს, რადგან არ შეიძლება, ყველაფერი ერთად შევამსუბუქოთ,“ – განაცხადა ნათია თურნავამ.

დღის ამბები