ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობ იაკობიშვილმა დღეს მედიასთან პოლიტიკური განცხადებები გააკეთა, მესამე ძალის გამოჩენის აუცილებლობაზე ისაუბრა და მიმდინარე პოლიტიკური პროცესების გამო ოპოზიცია გააკრიტიკა:
"კარგად გადახედეთ, რამდენი ადამიანი დაგვიჭერს მხარს, თუ კონკრეტულ ძალაზე ჩამოვყალიბდით. ანუ, მეორე ძალა, ახლა რომ არიან მთავარი ოპოზიცია, აღარ იქნება მთავარი ოპოზიცია.
ხალხის გამომყვანი ოპოზიცია რომ არ არის... რამდენი ხანია წვალობენ, ჯახირობენ. თუ გამოიყვანენ 20 ივნისის გამო პასუხისმგებლობა მაგათ ეკისრებათ. საწყალ ბავშვებს თვალებიც დაეთხარათ, უფროსი თაობის ადამიანებსაც. არცერთ პოლიტიკოსს არაფერი არ მოსვლია," - განაცხადა ეპისკოპოსმა იაკობმა.
ბოდბის ეპარქიის მმართველმა, ასევე გააკრიტიკა ის თეოლოგები, რომლებიც სინოდის სხდომაზე პატრიარქის გადაყენებას ვარაუდობდნენ.
"წარამარა გამოიყვანენ ხოლმე ვიღაც მკითხავებს, კერპთაყვანისმცემლებს და საუბრობენ, რომ აი პატრიარქი უნდა გადააყენონ პრორუსულმა მღვდელმთავრებმა. ვისზე აქვთ ეჭვი? სადაც ჩვენ ვართ უკვე რამდენი სინოდია, ერთიანობას გამოვხატავთ. ვისზე ამბობენ? პრორუსულები კი არა თვითონ რუსები არიან და თუ ვინმე მტერი გვყავს იმათკენ თვითონ არიან,"- განაცხადა ბოდბელმა ეპისკოპოსმა.