17 ნოემბერი 2024,   10:44
ვრცლად
შალვა ნათელაშვილის ფანჩატურში შევიდნენ როგორც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები და გამოვიდნენ, როგორც ანარქისტები - მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის განცხადებით, თავად ნიკა მელიაზეა დამოკიდებული მისი ბედი. 

მისივე თქმით, ოპოზიციის ლოგიკა სახელმწიფოს დანგრევისკენ არის მიმართული. 

"თავად ნიკა მელიაზეა დამოკიდებული მისი ბედი. კანონის აღსრულება არის ის ერთადერთი ქმედება, რომელზეც დამოკიდებულია ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების დამძიმება-არდამძიმების საკითხი. დღეს, მთელი დღის განმავლობაში, ისინი ცდილობდნენ ისე წარმოაჩინონ, რომ კანონის აღსრულებასთან წინააღმდეგობაში მოდის მორალი. ასეთი ლოგიკა არის სახელმწიფოს დანგრევისკენ მიმართული. ეს კარგად იციან და ამას შეგნებულად აკეთებენ. დღესაც იგივე მოხდა, როდესაც ისინი შალვა ნათელაშვილის ფანჩატურში შეკრებაზე შევიდნენ როგორც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები და გამოვიდნენ, როგორც ანარქისტები,"- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღეს "ლეიბორისტების" ოფისში ოპოზიციური პარტიის ლიდერები ნიკა მელიას საკითხთან დაკავშირებით სამსჯელოდ შეიკრიბნენ. ყველა მათგანი თანხმდება, რომ ნიკა მელია არ უნდა დაიჭირონ და თუკი მაინც ასე მოხდება, ოპოზიციაში ამბობენ, რომ ამაზე ხელისუფლება პასუხს მიიღებს. 

ოპოზიციამ შეხვედრის დასრულების შემდეგ მასშტაბური აქციების ჩატარება დააანონსა. 

დღის ამბები