19 ნოემბერი 2024,   14:45
ვრცლად
DRI ჯანდაცვის სამინისტროს ძალადობის მსხვერპლი ბავშვის დაცვის პროტოკოლის დამტკიცებას მოუწოდებს

ქობულეთში მომხდარმა ტრაგიკულმა შემთხვევამ სისტემაში არაერთი ხარვეზი გამოავლინა - პრობლემებთან დაკავშირებით დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტში საუბრობენ.

არასამთავრობო ორგანიზაცია DRI ყურადღებას სოციალური მუშაკის ინსტიტუტის გასაძლიერებლად სისტემური რეფორმის გატარების აუცილებლობაზე  ამახვილებს და მოუწოდებს ჯანდაცვის სამინისტროს დაამტკიცოს ძალადობა გამოვლილი ბავშვის დაცვის პროტოკოლი, რომლის შესრულებაც სავალდებულო იქნება ყველა პასუხისმგებელი პირისთვის.

საქართველოს მთავრობისგან კი დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი, ბავშვთა დაცვის გასაუმჯობესებლად ბიუჯეტის გადახედვას ითხოვს.

"ჩვენ ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე. სამწუხაროდ, მსგავსი ტიპის შემთხვევები გახშირებულია, რაზეც სახელმწიფოს მხრიდან ერთიანი მიდგომა ჯერ არ ჩამოყალიბებულია. სისტემა ადასტურებს, რომ ძალადობა გამოვლილი ბავშვებისთვის მხარდასაჭერი რესურსების სიმწირე გვაქვს," - აცხადებს დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროგრამის მენეჯერი მაია ნასრაშვილი.

რაც შეეხება ძალოვან უწყებებს - მათგან ორგანიზაცია მომხდარი ტრაგედიის დროულ გამოძიებას ელის.

 

დღის ამბები