19 ნოემბერი 2024,   14:44
ვრცლად
გამორიცხულია! - ნიკა მელია სასამართლოში მისვლას არ აპირებს

გამორიცხულია! - ასე პასუხობს ნიკა მელია, დასმულ კითხვას, აპირებს, თუ არა ის სასამართლოში მისვლას, თუ პარლამენტი მას დეპუტატის იმუნიტეტს შეუჩერებს და ამის საჭიროება დადგება. 

"სამართალთან არანაირი საერთო არ აქვს ამ საქმეს," - ამბობს ნიკა მელია. 

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი დილიდან პარტიის ოფისში იმყოფება. მან ცოტა ხნის წინ, კიდევ ერთხელ განმარტა, რომ გირაოს არ გადაიხდის და ვერც დააპატიმრებენ.

2019 წლის შემდეგ, ნიკა მელია უკვე მორედ დგას დაპატიმრების საფრთხის წინაშე. დღეს პარლამენტმა, პროკურატურის მიმართვის საფუძველზე, დეპუტატს ნიკა მელიასათვის იმუნიტეტის შეჩერებას კენჭი უნდა უყაროს.

დღის ამბები