19 ნოემბერი 2024,   14:44
ვრცლად
რა საფრთხეებს შეიცავს ნამახვანჰესის მშენებლობა - პარლამენტში დარგის სპეციალისტების მონაწილეობით შეხვედრა მიმდინარეობს

პარლამენტში ჰესების თემაზე სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს. სხდომაზე დეპუტატების გარდა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დარგის სპეციალისტები იმყოფებიან.

განხილვის ერთ-ერთი თემაა რიონის ხეობის მოსახლეობის პეტიცია, რომლებიც ონისა და ნამოხვანის კასკადების მშენებლობას ეწინააღმდეგებიან და იმ დოკუმენტაციის გასაჯაროებას მოითხოვენ, რომელიც გარემოსათვის ზიანის შესახებ ინფორმაციას მოიცავს.

"სრულიად უკანონოა პროცესი, პროექტი არის დაუსაბუთებელი და მისი მიზნობრიობა ბუნდოვანი. უსაფრთხოება არანაირად არ არის გათვალისწინებული, გარემოს დაცვითი საქმეა, დოკუმენტები რაც პროტესტის შემდეგ გასაჯაროვდა ირკვევა დამამძიმებელი გარემოებები, არის მიწის გადაცემა ხანგრძლივი ვადით კომპანიაზე," - აცხადებს საზოგადოებრივი მოძრაობა რიონის ხეობის გადარჩენისთვის დამფუძნებელი  მარიტა მუსელიანი.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, პროექტი საფრთხის შემცველია. 

"მთავარი გადაწყვეტილებები ჰესებთან დაკავშირებით გაცემულია იმის გარეშე, რომ სახელმწიფო არ იცის, რა სავარაუდო ზიანი, რისკი ან საფრთხეა შეიძლება მოიტანოს. ეს არის გეოლოგიური, სეისმოლოგიური რისკები, ეს არის სავარაუდოდ ძალიან მაღალი გავლენა რიონის ხეობაზე, მთელ რაჭა-ლეჩხუმზე და იმერეთის რეგიონზე,"- აცხადებს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ლინა ღვინიანიძე.

"მწვანე ალტერნატივას" IFI-ს მონიტორინგის პროგრამის კოორდინატორის თქმით, დოკუმენტში რისკები მიკროკლიმატისა და ტყის შესახებ გათვალისწინებული არ არის. 

"წყლის ქვეშ აღმოჩნდება ასობით ჰექტარი ტყის მასივები, აქედან გამომდინარე ეს ზიანი უნდა ყოფილიყო შეფასებული, ისევ როგორც ზემოქმედება ექნება მიკროკლიმატზე, რაც საფრთხეს უქმნის იქ არსებულ ღვინის ზონებს, რას ასევე უნდა ყოფილიყო შეფასებული და დოკუმენტები რაც ვნახეთ, ეს ანალიზი გაკეთებული არ არის," - აცხადებს "მწვანე ალტერნატივას" IFI-ს მონიტორინგის პროგრამის კოორდინატორი დავით ჭიპაშვილი.

 

 

დღის ამბები