"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, ვინც მისთვის გირაოს გადახდას გადაწყვეტს, ის გავრილოვის მოკავშირე იქნება, რადგან ამ ფორმით უსამართლობას დააკანონებს.
"40 000 ლარი 40 ლარი, ხომ არის? რამდენს იცნობთ, რომ 40 000 ლარი აქვს? ის იქნება ჩვეულებრივი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კი არა, ბიძინა ივანიშვილის სპეცსამსახურის, სუს-ის ნება-სურვილის შემსრულებელი. ნებისმიერი ადამიანი, ვინც ამას გაბედავს, ხომ გამოაშკარავდება ვინ შეიტანა, თუ არ დაიმალება? რამდენ ადამიანს იცნობთ, ვისაც აქვს 40 000 ლარი, რომ ნიკა მელიას აჩუქოს? მე კი არ უნდა გადამიხადონ 40 000 ლარი, არის ასეთი არაჩვეულებრივი ადამიანი, კარინა გრიგორიანი, რომლის 6 წლის ბავშვს ლეიკემია აქვს და ფული სჭირდება და ვუგროვებთ ყველანი, ძალიან ძვირადღირებული ოპერაცია აქვს გასაკეთებელი და იმ ბავშვს ჩაურიცხონ შესაბამის ანგარიშზე.
ნიკა მელიას თავი დაანებონ, ვინც ფიქრობს, რომ ნიკა მელიას გირაო უნდა გადაუხადოს, ის არის არა, თუ ჩემი მტერი, გავრილოვის მოკავშირე, იმიტომ, რომ აკანონებს უსამართლობას. მორჩა და გათავდა," - ამბობს ნიკა მელია.