იტალია, ევროკავშირთან ერთად, კიდევ ერთხელ გამოთქვამს შეშფოთებას საერთაშორისოდ არაღიარებული ცხინვალის დე ფაქტო მთავრობის ქმედებების გამო.
ამჯერად საქმე ეხება ზაზა გახელაძის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას.
იტალიის მუდმივი წარმომადგენლობა ეუთოში აღნიშნავს, რომ მხარს უჭერენ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.