19 ნოემბერი 2024,   14:35
ვრცლად
გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე სასამართლო დღეს ბრალდების მხარის ვიდეო და წერილობით მტკიცებულებებს განიხილავს

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გრძელდება. ამჯერად საქმე ეხება მხოლოდ წერილობით და ვიდეო მტკიცებულებებს.

"გრძელდება მტკიცებულებების გამოკვლევა, მხოლოდ წერილობითი მტკიცებულებები და ვიდეომასალა იქნება გამოკვლეული როგორც ჩემთვის არის ცნობილი. თენგო ბარბაქაძე თავს ცნობს უდანაშაულოდ.

პროცესი მიმდინარეობს და ჯერჯერობით პროცესზე არც ერთი მტკიცებულება არ ყოფილა წარმოდგენილი, რომელიც მის დანაშაულს დაამტკიცებდა ან გაამყარებდა ბრალდების მიერ წარმოდგენილ ბრალს," - განაცხადა თენგო ბარბაქაძის ადვოკატმა გიორგი ფოფხაძემ.

შეგახსენებთ, ამ კონკრეტულ საქმეში 5 პირია ბრალდებული. მათ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, სხეულის მსუბუქი დაზიანებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ადანაშაულებენ.

დღის ამბები