19 ნოემბერი 2024,   14:43
ვრცლად
13 გარდაცვლილი, 486 ინფიცირებული და 499 გამოჯანმრთელებული - COVID-19-ის განახლებული სტატისტიკა საქართველოში

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 486 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ამ დრომდე გამოვლენილი შემთხვევების საერთო რაოდენობა 266 948 გახდა.

ქვეყანაში კორონავირუსისგან კიდევ 499 ინფიცირებული განიკურნა, შედეგად გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობამ 259 727 შეადგინა.

კორონავირუსისგან კიდევ 13 ადამიანი გარდაიცვალა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე COVID-19-ს 3 390 ადამიანი ემსხვერპლა. 

ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 19 192, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით 12 628, PCR ტესტით - 6564. 

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 2.53%, ბოლო 14 დღის - 2.8%, ბოლო 7 დღის - 2.4%.

229 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 1828 ადამიანი იმყოფება, ხოლო კარანტინის რეჟიმში - 242.

დღის ამბები