19 ნოემბერი 2024,   14:26
ვრცლად
თოვლი თბილისში - მოძრაობა პარალიზებულია წყნეთი-ბაგების ცენტრალურ გზაზე

თბილისში თოვს. თოვლია ქვეყნის უმეტეს რეგიონშიც. უამნიდობამ პრობლემები შექმნა, მოძრაობა პარალიზებული იყო წყნეთი-ბაგების ცენტრალურ გზაზე.

შესაბამისი სამსახურები გზებზე მარილს ყრიან და გაწმენდით სამუშაოებს ატარებენ.

ბაგების ტერიტორიაზე ავტომობილები, მათ, ვისაც აქვთ ზამთრის საბურავები ახერხებენ გადაადგილებას, თუმცა ამ ტერიტორიაზე, აღარ მოძრაობს მუნიციპალური ტრანსპორტი.

ავტობუსები გაჩერებულია. მძღოლებმა მგზავრები ჩამოსვეს. როდის აღდგება ტერიტორიაზე მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა, ჯერჯერობით, უცნობია. როგორც მძღოლები "კურიერთან" საუბარში აცხადებენ, ისინი ტერიტორიაზე მარილის დაყრას ელოდებიან,  რომ განაგრძონ მუშაობა.

გარდა ბაგების ტერიტორიისა, გადაადგილების პრობლემა კიდევ რამდენიმე ადგილას შეიქმნა. ფალიაშვილის ქუჩაზე, ცოტა ხნის წინ, უამინდობის გამო, საკმაოდ დიდი ხე წაიქცა, რამაც ტერიტორიაზე გადაადგილების პრობლემა შექმნა.

 

 

დღის ამბები