19 ნოემბერი 2024,   14:33
ვრცლად
დაზიანებული 26 ავტომობილი, წაქცეული მოსაცდელი და დაშავებული არასრულწლოვანი - თბილისში უამინდობით გამოწვეულ პრობლემებს ებრძვიან 

დიდთოვლობის გამო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განსაკუთრებული რეჟიმით მუშაობს. უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-დან სხვადასხვა სახის დახმარებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით 140 შეტყობინება შევიდა. გამოძახებების უმრავლესობა მოტეხილ ხის ტოტებს და თოვლში ჩარჩენილ ავტომობილებს ეხება. ამ შემთხვევების შედეგად არავინ დაშავებულა, დაზიანდა 26 ავტომობილი. ასევე, დაფიქსირდა შემთხვევები, როცა მოტეხილმა ხის ტოტებმა დააზიანა ელექტროსადენები.

სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დიდთოვლობამ ავტობუსის გაჩერების მოქალაქეთა მოსაცდელი წააქცია წყნეთში. შედეგად დაზიანება მიიღო არასრულწლოვანმა, თუმცა ის კონტაქტურ მდგომარეობაში შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ამ დროისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დამატებითი ცვლის გამოყვანის აუცილებლობა არ დამდგარა. მეხანძრე-მაშველები უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ მოქალაქეების დახმარებას.

დღის ამბები