19 ნოემბერი 2024,   14:21
ვრცლად
ქობულეთში გარდაცვლილი 14 წლის მოზარდის ბაბუას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

ქობულეთში გარდაცვლილი 14 წლის მოზარდის ბაბუას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

გამოძიება მას 2 მუხლით, 126-ე და 151-ე მუხლით ედავება, რაც არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ ძალადობას და სიცოცხლის მოსპობით მუქარას გულისხმობს. პროცესი დისტანციურად მიმდინარეობდა.

ფაქტზე 10 თებერვალს პოლიციამ 24 წლის ნიკა ტაკიძე დააკავა, მას ბრალი 16 წლის ასაკს მიუღწეველ მოზარდთან სექსუალური კავშირის დამყარებასა და თვითმკვლელობამდე მიყვანაში ედება.

მომდევნო სხდომა 6 აპრილს 14:00 საათზე ჩაინიშნა. ამავე დღეს არის ჩანიშნული იგივე საქმეზე დაკავებული ნიკა ტაკიძის საქმის განხილვაც.

დღის ამბები