ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების გამოცხადების შემდეგ, პროკურორმა განცხადება გააკეთა. მიხეილ სადრაძე ამბობს, რომ ბრალდების მხარის პოზიცია იყო დასაბუთებული, კანონმდებლობიდან გამომდინარე და მოსამართლემ მოთხოვნა გაიზიარა.
"როგორც არა ერთხელ აღვნიშნე, ჩვენი პოზიცია იყო დასაბუთებული, მომდინარეობდა კანონმდებლობიდან. კანონისმიერი იყო შესაბამისად. სასამართლომ გაიზიარა როგორც ჩანს ჩვენი პოზიცია და დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა.
ბუნებრივია, გადაწყვეტილების წერილობით მივიღებთ და უფრო მეტ არგუმენტაციას ვნახავთ, თუმცა ცალსახად შეგვიძლია, რომ ბრალდებულის არასათანადო ქცევა, არგამოცხადება საგამოძიებო ორგანოში, სასამართლოსადმი უპატივცემულობა, მთელი ამ პროცესებისადმი მისი არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულება სისხლის სამართლებრივი პერსპექტივიდან გამომდინარე, გირაოს შეგნებულად არ გადახადა და სხვა გარემოებები, ბუნებრივია ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს ქმნიდა.
რაც შეეხება აღსრულების ნაწილს, სასამართლომ დაავალა შესაბამის ორგანოს ამ გადაწყვეტილების აღსრულება, აქედან გამომდინარე, ამ გადაწყვეტილებებს შეასრულებს შესაბამისი ორგანო მაქსიმალურად გონივრულ ვადაში.
კანონმდებლობაში კონკრეტული ვადა ამისი აღსრულების არ არსებობს,“ - განაცხადა პროკურორმა, მიხეილ სადრაძემ.