ნიკა მელიას საქმის პროკურორის, მიხეილ სადრაძის განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილება აუცილებლად აღსრულდება.
"სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტლება ნიშნავს იმას, რომ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი სტანდარტით ნიკანორ მელიას ბრალეულობა დასტურდება.
რაც შეეხება აღსრულების მექანიზმს, სასამართლომ კონკრეტულ უწებას დაავალა ეს აღსრულება. კონკრეტული ვადა ბუნებრივია არ არის გაწერილი, თუმცა ეს უნდა მოხდეს მაქსიმალურად გონივრულ ვადაში და ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ ამ შემთხვევაში მაინც ბრალდებულის ქმედება იქნება კანონთან შესაბამისობაში.
ამ გადაწყვეტილებას კონკრეტული უწყება განახორციელებს, თუმცა ნებისმიერი იძულების ღონისძიების განხორციელების დროს დასაშვები არის პროპორციული ძალის გამოყენება. ეს არის დამოკიდებული კონკრეტული კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე. აქედან გამომდინარე უნდა დაველოდოთ შესაბამისი უწყების რეაგირებას და შევხედოთ ბრალდებულის მოქმედებას.
წესით და რიგით ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი მალე უნდა გადაეგზავნოს შესაბამისს ორგანოს, როდესაც იქნება გადაგზავნილი, მოხდება შესაბამისი რეაგირება.
ეს გადაწყვეტილება აუცილებლად აღსრულდება და დემოკრატიულ საზოგადოებაში ყველამ, მიუხედავად იმისა, ეთანხმებიან თუ არ ეთანხმებიან ნებისმიერ გადაწყვეტილებას, უნდა სცენ პატივი სასამართლოს გადაწყვეტილებას.
პროკურორის თქმით, საქმე უკვე არსებითად გადაეცა სასამართლოს და ჩაინიშნება სხდომები და გაგრძელდება მტკიცებულებების გამოკვლევით.