საქართველოში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელ "ტვიტერში" ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა ეხმიანება.
"შეშფოთებული ვარ იმ ამბებით, რაც საქართველოდან გვესმის. ქვეყნიდან, რომელიც ადრე მაგალითს აძლევდა სხვებს და ახლა ისევ ბრუნდება თავისი მშფოთვარე წარსულში, როგორიც 1990-იან წლებია. ნიკა მელიას დაპატიმრების შესახებ გადაწყვეტილება მიუღებელია," - წერს სოციალურ ქსელში ევროპარლამენტარი ანნა ფოტიგა.