19 ნოემბერი 2024,   14:24
ვრცლად
პროკურატურამ ჩეხეთში რეგისტრირებული კომპანიის მიერ დიდი ოდენობით ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტი გამოავლინა

გენერალურმა პროკურატურამ ჩეხეთში რეგისტრირებული კომპანიის მიერ დიდი ოდენობით ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლების და მისი შემდგომი ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინა.

სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია ერთი ფიზიკური და ერთი იურიდიული პირის მიმართ.

გამოძიებით დადგინდა, რომ უკრაინის მოქალაქე ნ.კ.-მ ჩეხეთში რეგისტრირებული კომპანიის კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლება და დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლისთვის, საქართველოში რეგისტრირებული საწარმოს გამოყენებით, კანონიერი სახის მიცემა განიზრახა. 


 

დღის ამბები