19 ნოემბერი 2024,   14:31
ვრცლად
ხმაური იყო პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან - აქცია გიორგი რურუას მხარდასაჭერად გაიმართა
ხმაური იყო პრეზიდენტის ადმინისტრაციასთანაც, სადაც სამოქალაქო აქტივისტებმა ვლადიმერ პუტინის პლაკატი გააკრეს.
  
პოლიციამ პლაკატი ჩამოხსნა, რასაც დაპირისპირება მოყვა. აქცია გიორგი რურუას მხარდასაჭერად მიმდინარეობდა.
 
პრეზიდენტს რურუას შეწყალების მოთხოვნით იმ პირებმა მიმართეს, რომლებმაც საპატიმრო ბოლო თვეების განმავლობაში დატოვეს და მათ წინააღმდეგ პოლიტიკურ დევნაზე საუბრობენ.
 
ხელმომწერებს შორის არიან აკაკი ხუსკივაძე, აკაკი კობალაძე, ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი.
დღის ამბები