ამ წუთებში ელიავას ბაზრობაზე ხანძარია. ინფორმაცია "რუსთავი 2-ს" საგანგებო სიტუაციების მმართვის სამსახურში დაუდასტურეს.
ცეცხლი გუდაურის ქუჩაზე რკინის საამქროს მიმდებარედ, ავტოსახელოსნოში გაჩნდა, ამ დროისათვის ადგილზე მეხანძრე-მაშველების 4 ბრიგადა მუშაობს.
მსხვერპლი არ არის, ზარალის ოდენობა უცნობია.