მცხეთის განვითარების გეგმის მეორე ნაწილის კონცეფცია დღეს სფეროს წარმომადგენლებს წარუდგინეს. შეხვედრაზე, კონტრაქტორმა კომპანიამ - ამხანაგობა ”აქოლისმა” ისაუბრა, მცხეთის დაგეგმარების გენ-გეგმაზე, ხედვასა და სტრატეგიაზე.
კომპანია აცხადებს, რომ საზოგადოება მიზანმიმართულად შეჰყავთ შეცდომაში თითქოს, გენ-გეგმა ისტორიული და კულტურული ძეგლებისთვის საფრთხისშემცველია.