გაუქმდეს ონლაინკაზინოები, - ამ თხოვნით "მოძრაობა ხალხისთვის" წარმომადგენლებს გიორგი ხოჭავამ მიმართა, რომელიც გუშინ პროტესტის ნიშნად, სუიციდით იმუქრებოდა. მას სურს, საკითხი პარლამენტმა უმოკლეს დროში განიხილოს.
როგორც თავად ამბობს, ონლაინკაზინოების წარმომადგენლები რამდენიმე დღის წინ დაუკავშირდნენ და გაჩუმების სანაცვლოდ თანხა შესთავაზეს.
"მოძრაობა ხალხისთვის" ინფორმაციით, ისინი აზარტული თამაშების წინააღმდეგ ბრძოლას მომავალში კიდევ უფრო გაააქტიურებენ.