ვაზიანი-გომბორი-თელავის მიმართულებით მოძრაობა მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანებისთვის არის დასაშვები. მიზეზი უამინდობა გახდა. მოძრაობას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები არეგულირებენ.
თელავის საგზაო სამმართველოში აცხადებენ, რომ ინტენსიური თოვლისა და ყინვის გამო ნაწილობრივ შეიზღუდა აღნიშნული მიმართულებით მოძრაობა. აკრძალვა არ ეხება მაღალი გამავლობის და ზამთრის საბურავების მქონე ავტომანქანებს.
"უამინდობა უღელტეხილზე -10 გარდუსია, ჩვენი სამსახური აქტიურად მუშაობს და მიმდინარეობს გზაზე ტექნიკური მარილისა და ქვიშის დაყრა, ამ ეტაპზე ოთხი მანქანა მუშაობს. თუმცა, ვინაიდან მკვეთრი მოსახვევებია მოძრაობა თავისუფალია მხოლოდ
მაღალი გამავლობის და ზამთრის საბურავების მქონე ავტომანქანებისთვის," - ამბობს თელავის საგზაო სამმართველოს წარმომადგენელი, თამაზ აბდულაშვილი.