Bloomberg-ის ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 87 ქვეყანაში მიმდინარეობს.
უკვე 200 მილიონამდე ადამიანი აიცრა. ყველაზე მეტი - 60 მილიონი ვაქცინა აშშ-ში გაკეთდა. მე-2 ადგილზე ჩინეთია. ევროკავშირში საერთო ჯამში 25 მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა.
ყველაზე სწრაფი ტემპით ვაქცინაცია ისრაელში მიმდინარეობს, სადაც უკვე 7 მილიონი ადამიანი აიცრა, რაც ყოველ 100 ადამიანზე 78 ვაქცინირებულს ნიშნავს.
მოსახლეობის თითქმის 50%-ის აცრის შემდეგ, სახელმწიფოში შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა.