1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციის 100 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ომბუდსმენი.
"დამოუკიდებელი საქართველოს კანონმდებლის ეს დოკუმენტი, თამამად შეიძლება განვიხილოთ მე-20 საუკუნის დასაწყისის მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე უფრო მოწინავე, პროგრესულ და ადამიანის უფლებებზე ორიენტირებულ უზენაეს საკანონმდებლო აქტად.
1921 წლის კონსტიტუცია არის დასტური იმისა, რომ ადამიანის უფლებები საქართველოსთვის თავს მოხვეული, უცხო და "გარე სტანდარტი" არ არის. ის არის საქართველოს მოქალაქეთა გაცხადებული არჩევანი, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა კონსტიტუციად აქციეს 1 საუკუნის წინ.
ყველა ჩვენგანის ვალია ადამიანის უფლებების ჯეროვანი დაცვა ყოველდღიურ რეალობად ვაქციოთ და ამით ჩვენი სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა განვამტკიცოთ,"- წერს სახალხო დამცველი.