"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ მათ ოპოზიციასთან დიალოგისთვის კარი არასდროს დაუხურავთ.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ისინი ელოდებიან ოპოზიციის პოზიციას, შეცვალეს თუ არა თავიანთი დამოკიდებულება, რომ ნაცვლად რადიკალიზმისა, დემოკრატული გზა აირჩიონ.
"ჩვენ კარი არასოდეს დაგვიხურავს, ჩვენ ყოველთვის მზად ვიყავით და დღესაც ვრჩებით ერთგული იმის, რომ პროცესები წარიმართოს დემოკრატიულ ჩარჩოებში, მოლაპარაკების გზით და თუკი ვინმეს არ სურდა ეს მოლაპარაკებები, სამწუხაროდ, ეს იყვნენ რადიკალური ჯგუფები.
ჩვენი მხრიდან რაიმე არ შეცვლილა, ჩვენი დღის წესრიგი, რომ დემოკრატიულ ფარგლებში ვაწარმოოთ მოლაპარაკებები, ისევ ძალაშია, დანარჩენი, ჩვენ უნდა დაველოდოთ შემდგომ პოზიციებს ოპოზიციური ჯგუფების მხრიდან, შეიცვალეს თუ არა დამოკიდებულება, რომ ნაცვლად რადიკალიზმისა აირჩიონ დემოკრატული გზა,"- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.