ჭყონდიდის ახალმა მიტროპოლიტმა სტეფანე კალაიჯიშვილმა მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში პირველი წირვა ჩაატარა. მასთან ერთად ღვთისმსახურება აღავლინა ნეკრესის ეპისკოპოსმა სერგიმ, რომელმაც მრევლს ახალი მიტროპოლიტის წარდგენა მიულოცა.
უკვე ყოფილმა მიტროპოლიტმა, გრიგოლ კაციამ ეპარქია გუშინ დატოვა. რაც შეეხება გადაბარების პროცესსა და ეპარქიაში არსებულ ვითარებას, ახალი მიტროპოლიტი ამბობს, რომ ის სასულიერო პირებთან შეხვედრას მოგვიანებით აპირებს. ჭყონდიდის ახალმა მიტროპოლიტმა ქადაგებისას აღნიშნა, რომ ეკლესიაში პარტიულობისა და დანაწევრების დრო არ არის. მან ეპარქიას სიმშვიდისკენ მოუწოდა.