17 ნოემბერი 2024,   10:41
ვრცლად
ორივე მხარემ უნდა გამოიჩინოს ლიდერობა და პასუხისმგებლობა, რათა სიტუაცია დაბრუნდეს იქ, სადაც უნდა იყოს - კარლ ჰარცელი

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, ოპოზიციამაც და ხელისუფლებამაც უნდა გამოიჩინონ​ პასუხისმგებლობა იმისთვის, რომ სიტუაცია დაბრუნდეს ქ, სადაც უნდა იყოს.

როგორც ელჩმა აღნიშნა, კოლეგებთან ერთად აგრძელებს მუშაობას იმისთვის, რომ მხარეები მოლაპარაკების მაგიდას დაუბრუნდნენ. 

"ორივე მხარემ უნდა გამოიჩინოს ლიდერობა და პასუხისმგებლობა, რათა სიტუაცია დაბრუნდეს იქ, სადაც უნდა იყოს. მე ჩემს კოლეგებთან ერთად ვმუშაობ იმაზე, რომ მდგომარეობა დასტაბილურდეს და მხარეები მოლაპარაკების მაგიდას დაუბრუნდნენ,"- განაცხადა კარლ ჰარცელმა

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ჩართული იყო მოლაპარაკებებში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის. ჰარცელი აშშ-ის ელჩ კელი დეგნანათან ერთად ფასილიტატორის ფუნქციას ასრულებდა. 

დღის ამბები