04 სექტემბერი 2026,   20:37
ვრცლად
შინაგან საქმეთა სამინისტრომ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 375 ფაქტი გამოავლინა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ "კოვიდ-19-ის" წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 375 ფაქტი გამოავლინა.

პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42-ე მუხლით 92 ფიზიკური და 1 იურიდიული პირი დააჯარიმა.

დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც ღამით გადაადგილების წესი დაარღვიეს. პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, დაჯარიმდა 282 ფიზიკური პირი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები.

დღის ამბები