ბათუმელმა მძღოლებმა საწვავის ფასი გააპროტესტეს. პროტესტის ნიშნად კერძო და სამარშუტო ტაქსის მძღოლებმა ქალაქში მსვლელობა მოაწყვეს, ისინი საყვირების გამოყენებით გადაადგილდებოდნენ.
მოგვიანებით აქციის მონაწილეები რაგბის სტადიონის სადგომზე შეიკრიბნენ. მათი განცხადებით, საწვავის ფასის ზრდა პირდაპირ უარყოფითად აისახება მათ ბიუჯეტზე.
ისინი საწვავის ფასის შემცირებას და ამ მიმართულებით ხელისუფლებისგან შესაბამისი ნაბიჯების გადადგმას მოითხოვენ.