აქცია თბილისში - მოძრაობა "სოცაფეთქება", კორონავირუსის გამო დაწესებული რეგულაციებით დაზარალებული სატრანსპორტო კომპანიები და ტურ-ოპერატორები მსვლელობას მართავენ. ისინი რიყის პარკიდან დაიძვრებიან.
მათი მთავარი მოთხოვნა შეზღუდვების შემსუბუქებაა. აქციის მონაწილეთა განცხადებით, თუ რეგულაციები არ მოიხსნება, კომპანიების ნაწილი დახურვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდება.