18 აპრილი 2024,   23:47
ვრცლად
ხუდადოვის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია - დაიწვა 2 ბინა, დაშავდა 2 ადამიანი

თბილისში, ნაძალადევის რაიონში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ხუდადოვის 1-ელ ნომერში დაიწვა 2 ბინა და კორპუსის სახურავი.

მსუბუქად დაშავდა 2 მოქალაქე. ადგილზე 11 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა, მათ ცეცხლის ლოკალიზება მალევე მოახერხეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები