ზურაბ დოიჯაშვილს საქართველოში დღეს ჩამოასვენებენ, ინფორმაციას კულტურის პალატის თავმჯდომარე დავით ოქიტაშვილი "ფეისბუქზე" ავრცელებს.
მისი თქმით, სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება 24 თებერვალს ანჩისხატის ტაძარში, 15:00 საათიდან.
გამოსვენება 25 თებერვალს 14:00 საათზე ანჩისხატის ტაძრიდან.
მომღერალს საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ.
ზურაბ დოიჯაშვილი 14 თებერვალს, ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად, ისრაელში გარდაიცვალა.