პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ფრაქცია "ქართული ოცნების" სხდომაზე განაცხადა, რომ ყოფილი პრეზიდენტი ერის და ჯარის სირცხვილია.
"ეს დღეები ვისმენ არნახულ ცილისწამებათა ნიაღვარს ჩემი მისამართით. ის ღალატი და უბედურება, რაც "ნაციონალურმა მოძრაობამ" ჩაიდინა, ყველაფერს ჩვენ გვაბრალებენ.
როგორ შეიძლება ადამიანს რამე დააბრალო, რამე ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე. მიხეილ სააკაშვილი ჩვენი ერის და ჩვენი ჯარის სირცხვილი, მთავარსარდლად წოდებული გამოდის და ცილს გვწამებს.
ადამიანი, რომელმაც ხალხი დაარბია და აწამა. ამ ადამიანებს უნდათ ხელისუფლებაში დაბრუნება? მათთან ერთად წარმოგიდგენიათ ჩვენი ქვეყნის განვითარება, წარმოგიდგენიათ აქ რომ გადატრიალება მომხდარიყო, რა მოყვებოდა ამას? მოხდებოდა სამოქალაქო ომი, რაც პირდაპირ რუსეთის ინტერესებში და სააკაშვილის ინტერესებში შედის,"-აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.