27 მაისი 2024,   09:12
ვრცლად
თბილისში ხვალ ძლიერი ქარია მოსალოდნელი

23-24 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, მთაში და მაღალმთაში თოვლის სახით. აღმოსავლეთ საქართველოში იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +3, +8 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

25 თებერვალს აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ცივი ამინდი, ღამისა და დილის საათებში თოვლი და ნისლი. დღისით ბარშიც ზოგან დაფიქსირდება ტემპერატურის უარყოფითი მნიშვნელობა.

თბილისში 23 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება, დროგამოშვებით იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7, +9 გრადუსი იქნება. 24 თებერვალს დღისით თოვლჭყაპი, ხოლო 25 თებერვალს ღამისა და დილის საათებში თოვლი და ნისლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 25-ში ღამით -5, ხოლო დღისით +1 გრადუსამდე დაიკლებს.

დღის ამბები