ეროვნული არქივის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზაზე რუსეთის მთავარი ფილმსაცავიდან 11 ქართული ფილმის აღდგენა იგეგმება.
მსოფლიოში შექმნილი პანდემიის გამო გასულ წელს რუსეთის მთავარი ფილმსაცავიდან ფილმების ჩამოტანა ვერ განხორციელდა. მიუხედავად ამისა, ტექნიკური სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ეროვნულ არქივში ამ ეტაპზე მიმდინარეობს 11 ფილმის რესტავრაციის პროცესი.
რუსეთის მთავარი ფილმსაცავიდან, სადაც 700 მეტი ქართული ფილმი ინახება, 2016 წლიდან დღემდე ჩამოტანილია 60-მდე მხატვრული სურათი. აქედან 23 მათგანი უკვე აღდგენილია და წლის ბოლომდე ეს ციფრი 34-მდე გაიზრდება.
კინომემკვიდრეობის დაბრუნების პროცესი საქართველომ 2014 წელს დაიწყო.