19 ნოემბერი 2024,   14:39
ვრცლად
ქვეყანას ძირს უთხრიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ რომ კანონზე მაღლა დგანან - სოზარ სუბარი

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, სოზარ სუბარი აცხადებს, რომ კანონი არის უზენაესი და ამას ყველა უნდა დაემორჩილოს.

სოზარ სუბარმა მადლობა გადაუხადა შს-მინისტრს და ყველა პოლიციელს, რომლებმაც ნიკა მელიას დაკავებაში მონაწილეობა მიიღო.

"ქვეყნის დაქცევა იწყება მაშინ, როდესაც კანონი არ აღსრულდება. ორ დღეში არის საქართველოს დამოუკიდებლობის დაქცევის დღე და სწორედ იმან განაპიროა დაქცევა, რომ აქ იყვნენ შიგნით ბოლშევიკები, მეხუთე კოლონა, რომლებიც ძირის გამოსათხრელად ყველაფერს აკეთებდნენ. დღეს ის დრო აღარ არის, დღეს საქართველოს სახელმწიფო ძლიერია - კანონი აღსრულდება და ამას ყველა დაემორჩილება.

არსებობდა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის შეცვლის უფლებაც არავის არ აქვს. შსს-მ ეს გადაწყვეტილება აღასრულა ძალიან მაღალ დონეზე.  მადლობას ვუხდი ვახტანგ გომელაურს და თითოეულ პოლიციელს, რომლებმაც ამ დაკავების ოპერაციაში მონაწილეობა მიიღეს, რათა ეს ყველაფერი იყო ძალიან მაღალ დონეზე შესრულებული.

ქვეყანას ძირს უთხრის, როდესაც არსებობენ ისეთი ადამიანები რომლებიც ამბობენ, რომ კანონზე მაღლა დგანან,"- აღნიშნა სოზარ სუბარმა. 

დღის ამბები