ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი "ტვიტერზე" ამერიკელ, ბრიტანელ, გერმანელ, ესტონელ, ჩეხ და პოლონელ კოლეგებს განცხადებით მიმართავს:
"გავიღვიძოთ, შემოვკრათ ზარებს და რეაგირება მოვახდინოთ. დემოკრატია თავდასხმის ქვეშაა.
იყენებენ გაზს და ძალადობას, ისევე როგორც პუტინი ერთ დროს. ივანიშვილის რეჟიმმა ამის საფასური უნდა გადაიხადოს.
სწორედ პავილიონისი იმყოფებოდა ცოტა ხნის წინ საქართველოში და არსებული დაძაბულობის განმუხტვა სცადა,"- აცხადებს პავილიონისი.
მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი.
"ახლოდან ვაკვირდები თბილისში განვითარებულ მოვლენებს. მოვუწოდებ მთავრობასა და ოპოზიციას თავშეკავების გამოჩენისა და პოლიტიკურ დიალოგში ჩართვისკენ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის მიზნით,"- წერს ედგარს რინკევიჩსი ტვიტერზე.