საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, თბილისის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.
"რთული მეტეოროლოგიური პირობების(ლიპყინული, ქარი და შეზღუდული ხილვადობა) გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა,"- აღნიშნულია განცხადებაში.