პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ სპეცრაზმელებმა ძალის გადამეტების გარეშე დააკავეს ნიკა მელია და მომხდარზე და იმ ესკალაციაზე მოვლენების, რაც დღემდე არსებობდა, პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება ნიკა მელიას თანაგუნდელებს.
"როდესაც აცხადებ თავს კანონგარეშედ, როდესაც ამბობ, რომ ქვეყნის სამართლებლივ წესრიგზე ძალადობრივი თავდასხმა არის ნორმალური და ამას ასაღებ გამოხატვის თავისუფლებლად, ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში პასუხი არის ისეთი, როგორიც მოხდა ამ შემთხვევაში - სასამართლოს კანონიერი გადაწყვეტილების აღსრულება.
სახელმწიფო კანონის ფარგლებში მაქსიმალურად კომპრომისული იყო და ნიკა მელიას შეთავაზებული ჰქონდა გირაოს გადახდა. მან აირჩია ყველაზე პროვოკაციული გზა და მან განგებ აირჩია პროცესებში მეტი ესკალაციის შეტანა.
დღეს სპეცრაზმელებმა ძალის გადამეტების გარეშე შეასრულა თავისი მოვალეობა და სრულიად გამჭირვალედ ჩატარდა დაკავება.
ნიკა მელია წარსდგება სამართლიანი სასამართლოს წინაშე, სადაც ექნება შესაძლებლობა საკუთარი არგუმენტები წარადგინოს.
მომხდარზე და იმ ესკალაციაზე მოვლენების, რაც დღემდე არსებობდა პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება ნიკა მელიას იმ თანაგუნდელებს ვინც მას აგულიანებდნენ და არწმუნებდნენ, რომ კანონის მიმართ დაუმორჩილებლობის, პარლამენტზე შეტევის გზა, თითქოს არის დეკომკრატიული და თითქოს, ეს ნაბიჯები დემოკარტიისკენ წაიყვანს ქვეყანას,"-აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.