19 ნოემბერი 2024,   14:27
ვრცლად
ყველა დემოკრატიული სახელმწიფო მოიქცეოდა ისე, როგორც მოიქცა საქართველო - არჩილ თალაკვაძე საერთაშორისო გამოხმაურებებზე

პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ ყველა დემოკრატიული სახელმწიფო მოიქცეოდა ისე, როგორც მოიქცა საქართველო. 

"საერთაშორისო თანამეგობრობას და საერთაშორისო პარტნიორებს რაც შეეხება, მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ კანონის მიმართ დაუმორჩილებლობას, პარლამენტზე ძალადობრივ შეტევას, ძალადობის წახალისებას ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში პასუხი ექნება ზუსტად ისეთი, როგორიც აქვს საქართველოში, რადგან საქართველო არის დემოკრატიული სახელმწიფო. 

თუ ვინმე კანონზე მაღლა აყენებს თავს და თუ ვინმე თვლის, რომ პარლამენტზე ძალადობრივი შეტევა არის ნორმალური დემოკრატიული პროცესი, ის ცდება.

დასავლური ღირებულებები არის კანონის უზენაესობის პრინციპი, სწორედ დასავლური ღირებულებაა ის, რომ დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა არის მიუღებელი, ასევე საკუთარი ქვეყნის პარლამენტზე შეტევა არის შეუწყნარებელი აი სწორედ ეს არის დასავლური ღირებულებები,"-აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

დღის ამბები